• თბილისი
  • 21°C
  • 29 ოქტომბერი, 2020
article

ახლა შაქარაშვილზე ამბავია ატეხილი და არ უნდოდათ, კალანდიაც დამატებოდათ - მიხეილ კალანდიას მამა

ახლა შაქარაშვილზე ამბავია ატეხილი და არ უნდოდათ კალანდიაც დამატებოდათ, - ასე გამოეხმაურა თენგიზ კალანდია მისი შვილის, მიხეილ კალანდიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.

როგორც კალანდია აცხადებს, მისი შვილი უდანაშაულოა და ისინი სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ.

"არავითარ მოულოდნელობას არ ჰქონია ადგილი, ესენი ხომ მონები, მარიონეტები არიან! გასაჩივრებას აზრი იმის გამო აქვს, რომ სტრასბურგში წავიდეთ, თორემ აქ რომ შედეგი არ დადგება, ვიცი. ესენი არიან მონები, მარსაგიშვილის და სანდოძის თამადობით. ამათ მალე მოუწევთ მონებივით ხოხიალი. ახლა ეშინიათ, შაქარაშვილზე ამბავია ატეხილი და არ უნდოდათ კალანდიაც დამატებოდათ. საქმეში მტკიცებულებები არ არის, არის ვიღაცის მონათხრობი, ვიღაცის განაგონი და ვიღაცის ზღაპრები. გაუგონარია, ზღაპრებით ადამიანს 15 წლით ციხეში უშვებდნენ, ეს არსად ხდება, ეს მხოლოდ დამპალ საქართველოში ხდება!", - განაცხადა კალანდიამ.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით შეუფარდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, კალანდიას სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა პალატამ გამოაცხადა და აღნიშნულით ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივარს მოსამართლეთა კოლეგია თითქმის, 3 თვის განმავლობაში განიხილავდა.


თეგები :