• თბილისი
  • 21°C
  • 29 ოქტომბერი, 2020
article

თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე, მე-15 სართულიდან ქალი გადმოვარდა

თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან ქალი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქალი სარეცხს ფენდა, რა დროსაც გადავარდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


თეგები :