• თბილისი
  • 33°C
  • 08 აგვისტო, 2020
article

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბიოლოგიური და მიკრონაწილაკური ექსპერტიზა დაინიშნა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი ექსპერტიზები დაინიშნა. გამოძიებამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დამატებითი კვლევების ჩატარების მოთხოვნით მიმართა.

საუბარია ბიოლოგიურ და მიკრონაწილაკურ ექსპერტიზაზე.

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებაზე უკვე რამდენიმე დღეა საუბრობს. მისი თქმით, აღნიშნული ექსპერტიზა გამოძიებას დამატებით დაეხმარება.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 23 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვნეს. უცნობია, გარდაცვალების დეტალები.

საქმეზე დაკავებულია 17 პირი, ბრალი გადაკვალიფიცირებულია და გამოძიება ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.


თეგები :