• თბილისი
  • 34°C
  • 09 აგვისტო, 2020
article

"მთელ სამყაროში ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე" - ნანუკა ჟორჟოლიანს დედა გარდაეცვალა

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს დედა გარდაეცვალა - ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს:

"ყველას გონია რომ დედა, ყველაზე კარგი ჰყავს მთელ სამყაროში. ასე მგონია მეც. ხოდა მთელ სამყაროში, ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე. ვერ ვუშველე. 5 თვის წინ დაგვისვეს უმძიმესი დიაგნოზი. წავედით, წამოვედით. იტანჯა, იომა, ყველაფერი მოვასწარით ამ 5 თვეში. მე, დაობლებაც კი.

პანაშვიდი, სამშაბათი, ოთხშაბათი

მისამართი, ნინო რამიშვილის 35ბ. მარჯვენა სადარბაზო, 12 სართ.

დაკრძალვა, ხუთშაბათს 14:00

საბურთალოს სასაფლაოს ამაღლების (გაზდელიანის) ეკლესიიდან."


თეგები :