• თბილისი
  • 33°C
  • 08 აგვისტო, 2020
article

კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან ერთი რუსთავის "ცხელების ცენტრში" დაფიქსირდა

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან ერთი რუსთავის "ცხელების ცენტრში" დაფიქსირდა.

რუსთავის "ცხელების ცენტრის" ხელმძღვანელმა მაია რაზმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შუახნის ქალი, ცენტრში საკარანტინე სივრციდან შეიყვანეს. ,,ინფიცირებული ქალს მოგზაურობის ისტორია აქვს, ის საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა და ჩვენთან საკარანტინე სივრციდან შემოიყვანეს. პაციენტს ჰქონდა კორონავირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, კერძოდ, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა და თავბრუსხვევა. ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და ,,კოვიდ 19“ დაუდასტურდა“, - განაცხადა რაზმაძემ.

მისივე განცხადებით, დღეს ლაბორატორიაში სამი პირის ბიოლოგიური მასალა გადაიგზავნა გამოსაკვლევად.


თეგები :