• თბილისი
  • 30°C
  • 06 აგვისტო, 2020
article

უცნობი ფაქტები გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრებიდან...

გიორგი მაზნიაშვილი საქართველოს ისტორიაში "დაუმარცხებელი ქართველი გენერლის" სახელითაა ცნობილი. როგორც ცნობილია, პატრიოტი და მებრძოლი გენერალი საბჭოთა რეპრესიებმა შეიწირა - ის სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს­თვის გა­მო­ჩე­ნი­ლი მა­მა­ცო­ბის­თვის, 1937 წელს დახ­ვრი­ტეს.

არსებობს დეტალები მაზნიაშვილის ბიოგრაფიიდან, რაც ქართულ საზოგადოებაში ნაკლებად არის ცნობილი.

მაზნიაშვილების ოჯახის ისტორიის შესახებ, სოფელ სასირეთში არსებული გენერლის მუზეუმის დირექტორი, მედეა მამულაშვილი ჰყვება. 

"აზ­ნა­ურ და­ვით გლურ­ჯი­ძეს ოთხი ქალი და ერ­თა­დერ­თი ვაჟი ჰყავ­და - ფრი­დო­ნი, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო საქ­მის შე­სას­წავ­ლად გაგ­ზავ­ნა პე­ტერ­ბურგს - მა­შინ ეს სა­უ­კე­თე­სო კა­რი­ე­რა იყო. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ოფი­ცერ­მა ფრი­დონ გლურ­ჯი­ძემ სო­ფელ­ში სტუმ­რად ოფი­ცე­რი ივან მაზ­ნე­ვი ჩა­მო­იყ­ვა­ნა. მაზ­ნევს და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე თავ­და­ვი­წყე­ბით შე­უყ­ვარ­და ფრი­დო­ნის და, ქრის­ტი­ნე და მე­გო­ბარს შე­ე­ვედ­რა, - თუ შენს დას მო­მა­თხო­ვებ, მზად ვარ, ყვე­ლა­ფე­რი მი­ვა­ტო­ვო და შენს სო­ფელ­ში დავ­სახ­ლდეო.

მოკ­ლედ, ქრის­ტი­ნემ მაზ­ნევს სამ­სა­ხუ­რი კი არა, მოს­კოვ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე მაზ­ნე­ვოს მა­მუ­ლიც და­ა­ვი­წყა. მე­ტიც, გა­ქარ­თველ­და და შვი­ლე­ბი მაზ­ნი­აშ­ვი­ლად და­წე­რა. გი­ორ­გი მაზ­ნი­აშ­ვილს სამ­ხედ­რო ნიჭი მა­მის­გან გა­და­ე­ცა. პა­ტა­რა გი­ორ­გი დე­ი­დებ­მა გა­ზარ­დეს. მათ უქ­ცი­ეს "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" და "ბიბ­ლია" სა­მა­გი­დო წიგ­ნე­ბად..." - ამბობს მედა მამულაშვილი ერთ-ერთ გამოცემასთან.

გენერალ გიორგი მაზნიაშვილს ოთხი შვილი და ერთი შვილობილი ჰყავდა. როგორც ირკვევა, სწორედ ამ შვილობილის, სოფიოს შთამომავალია თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე.

 


თეგები :