• თბილისი
  • 33°C
  • 08 აგვისტო, 2020
article

„მსგავსი ტაქტიკით მოქმედებენ დიქტატორი მმართველებიც“ – „შეცვალე“ მარეგულირებელი კომისიის კანონპროექტზე

ორგანიზაცია „შეცვალეს“ წარმომადგენლებმა დღეს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან აქცია გამართლეს. 

საქმე ეხება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც მედია ცენზურასა და „საჭიროების შემთხვევაში“, ტელევიზიებში მათი წარმომადგენლის იძულებით დანიშვნას ითვალისწინებს.

„შესაძლოა მარეგულირებელ კომისიას კანონის ძალით მიენიჭოს უფლება ჩაერიოს ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში. თუ კონკრეტული სიუჟეტი მათთვის მიუღებელი აღმოჩნდება, მათ ექნებათ უფლება დააჯარიმოს მაუწყებელი და მათი კანდიდატი დაუნიშნონ მმართველად. 

აღნიშნული ემსახურება წინასაარჩევნო პერიოდში თავისუფალი სიტყვის ჩახშობასა და კრიტიკულ მედია საშუალებებზე ზეწოლას. მსგავსი ტაქტიკით მოქმედებენ დიქტატორი მმართველებიც. 

მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” მხარი არ დაუჭირონ ზემოხსენებულ ინიციატივას, ვინაიდან ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯით დაშორება ჩვენი დემოკრატიული მომავლისგან. 

#შეცვალეთავისუფლებისთვის!“ - ნათქვამია „შეცვალეს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები :

შეცვალე