• თბილისი
  • 33°C
  • 08 აგვისტო, 2020
article

ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბილანიშვილის დაკითხვა რამდენიმე წუთში დაიწყება.

ცნობისთვის, გუშინ, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. სავარაუდოდ, აღნიშნული პირი ავთანდილ ბილანიშვილია.


თეგები :