• თბილისი
  • 34°C
  • 09 აგვისტო, 2020
article

მარნეულის ახალგაზრდების ჩართულობა ცენტრალურ ხელისუფლებაში აუცილებელია - ბადრი ჯაფარიძე

1 ივლისს მარნეულში  “ლელო საქართველოსთვის”  რიგით 24-ე რაიონული ორგანიზაციის  გახსნაზე ადგილობრივებს პარტიის ლიდერებმა და წევრებმა  სიტყვით მიმართეს. გამომსვლელებს შორის იყო “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი  ბადრი ჯაფარიძე, რომელმაც რეგიონის განვითარებაზე ისაუბრა და პარლამენტში მარნეულის ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. 

„დღეს ლელო მოვიდა მარნეულში -  შრომისმოყვარე და  პატრიოტი მოქალაქეების რაიონში, სადაც ისეთივე უსამართლობაა,  როგორც მთელ ქვეყანაში: აქ, მარნეულში, უდიდესი დოვლათი იქმნება, თუმცა ადამიანები საკუთარი შრომის სათანადო ანაზღაურებას და სარგებელს ვერ იღებენ“. 

ლელო მარნეულის ახალგაზრდებს  ხელს შეუწყობს,  აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ახალი  პოლიტიკური დღის წესრგის  შექმნაში, რომელიც, საბოლოოდ, რაიონის კეთილდღეობის გარანტი გახდება. 

ჩემი  მიზანია, ადამიანმა საკუთარი შრომის და გაწეული ჯაფის  სათანადო სარგებელი მიიღოს. ამ მიმართულებით  ლელო  მუშაობს და ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ვიწყებთ მარნეულის აღორძინებას და ვფიქრობთ,  რომ მარნეულის ახალგაზრდებს ვიხილავთ ცენტრალურ ხელისუფლებაში“.,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


თეგები :