• თბილისი
  • 30°C
  • 14 ივლისი, 2020
article

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოერიდეთ საქმეების გარჩევას გარშემო მყოფებთან, განსაკუთრებით - კონკურენტებთან. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. საღამოს საყვარელი ადამიანი იზრუნებს თქვენზე. 

კურო

საინტერესო დღე გელით. შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ. უფროსს ახალი იდეები გაუმხილეთ. საყვარელი ადამიანი სიურპრიზებით გაგანებივრებთ. 

ტყუპი

დღეს სრული უფლება გაქვთ საკუთარი მიღწევებით იამაყოთ. თუმცა, კარიერის გამო პირად ცხოვრებასა და საოჯახო საქმეებს ნუ დაივიწყებთ. 

კირჩხიბი

მეტი დიპლომატიურობა გმართებთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. კოლეგები დახმარებისთვის მადლიერები დაგრჩებიან. პირადი ცხოვრება რომანტიკითა და სიურპრიზებითაა მდიდარი. 

ლომი

წარმატებული დღე გელით. ახალი იდეები თანამოაზრეებს გაუმხილეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან; ისწავლეთ მათი მოსმენა. 

ქალწული

სწრაფად მოაგვარეთ სამსახურის საქმეები. კოლეგებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. საღამოს თავგადასავლები გაგიტაცებთ. საყვარელ ადამიანთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. 

სასწორი

დიპლომატიურობა გამოავლინეთ და მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს გარშემო მყოფებთან. საყვარელი ადამიანი თქვენს მზრუნველობას საჭიროებს. 

მორიელი

დღეს ზოგიერთი შეეცდება ან ხელი შეგიშალოთ მუშაობაში, ან საქმეები გაგიფუჭოთ. იყავით მაქსიმალურად ყურადღებით. პირად ცხოვრებაში სტაბილურობა გელით. 

მშვილდოსანი

კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის და კოლეგებთან ერთად მიმდინარე საკითხების განსახილველად. საყვარელი ადამიანი უყურადღებოდ არ დატოვოთ. 

თხის რქა 

თუ გსურთ, წარმატებას მიაღწიოთ, გაბედულად იმოქმედეთ. გავლენიან ადამიანებთან და სპონსორებთან შეხვედრისას თავდაჯერებულად იმოქმედეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

მერწყული

ყოველდღიური საქმეების მოგვარება თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. ეცადეთ საქმეები მალევე დაასრულოთ, რადგან საღამოს ზოგს პაემანი, ზოგს ოჯახური ვახშამი ელის. 

თევზები

დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ და დაკვირვებულად იმოქმედეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. მარტოხელებმა გადახედეთ სავარაუდო კანდიდატებს და გააკეთეთ გონივრული არჩევანი.


თეგები :