• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

რა აგეწვათ ამისთანა, რა გაგიჟდით? - გია ვოლსკი ჟურნალისტებს

რა აგეწვათ ამისთანა, რა გაგიჟდით? ტყუილი თქვით, დააბრალეთ ადამიანს და პასუხს გაძლევთ. ეს „ფეიკ ნიუსების“ საამქრო რომ გაქვთ, ცეხი გახსნილი, რა გეწყინათ ამისთანა? პასუხი გაგცეს,- ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, მიერ რამდენიმე მედიასაშუალების დეზინფორმაციის გავრცელებაში დადანაშაულებას ეხებოდა.

ვოლსკის თქმით, კახა კალაძემ „ფეიკ ნიუსის“ გავრცელებას პასუხი გასცა.

„იმის ნაცვლად, რომ ბავშვების პორნოგრაფიის გავრცელებასთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდის შემდეგ, ცოტა ხანი მაინც გაჩუმდეთ, კიდევ აგრძელებთ „ფეიკ ნიუსების“ გავრცელებას. თქვენ გინდათ ყველას ტალახი მიასხათ და ამაზე პასუხი მედიაზე ზეწოლად ჩათვალოთ. იქიდან იყო პასუხი - „ფეიკ ნიუსის“ გამოაშკარავება და თქვენც კარგად იცით, რომ ტყუილების გავრცელებაზე მიიღებთ პასუხს. რა აგეწვათ ამისთანა, რა გაგიჟდით? ტყუილი თქვით, დააბრალეთ ადამიანს და პასუხს გაძლევთ. ეს „ფეიკ ნიუსების“ საამქრო რომ გაქვთ, ცეხი გახსნილი, რა გეწყინათ ამისთანა, პასუხი გაგცეს,"- მიმართა ვოლსკიმ ჟურნალისტს.

ცნობისთვის, კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია დეზინფორმაციის გავრცელების და „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს. მისი თქმით, „სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც არასწორად იმოქმედებს” და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ექნება.


თეგები :