• თბილისი
  • 29°C
  • 03 აგვისტო, 2020
article

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის"ტოიოტა ქამრის" მძღოლი და მისი მგზავრი, მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე და ასევე, ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილიც არიან

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის შავი "ტოიოტა ქამრის" მძღოლი და მისი მგზავრი, მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე არიან. დაკავებულების ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები რამდენიმე საათის წინ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულებმა სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის "ა" პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს - თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის მამის, რამაზ ტატიაშვილის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს შორის, მისი შვილიც არის.

„დაფიქსირებულია კამერების ჩანაწერები, სადაც გიგა არც აგარაკზე არ ჩხუბობს, არც მაგისტრალზე, გიგამ დაუძახა ყველას გაჩერდით, პატრული მოდისო, ამის შემდეგ თავი დაანებეს და წამოვიდნენ, ყველაფერი დაფიქსირებულია, როგორი სუფთაც გიგა არის, ასეთი სუფთა არავინ არ არის, დიახ იმ 17 პირთან ერთად გიგაც დააკავეს. რას ედავებიან არ ვიცი“ - აღნიშნა რამაზ ტატიაშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს.


თეგები :