• თბილისი
  • 29°C
  • 03 აგვისტო, 2020
article

"2 ახალი დადასტურებული შემთხვევა არის ცნობილი წყაროები, დაავადებულებთან კონტაქტებია"

დაგვემატა მხოლოდ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღეისთვის ქვეყანაში გვყავს 919 დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი თქმით, გამოჯნამრთელებულების რიცხვი 4-ით გაიზარდა და ამ მონაცემების შეჯერებით ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 125 პაციენტი მკურნალობს.

„2 ახალი დადასტურებული შემთხვევა არის ცნობილი წყაროები, დაავადებულებთან კონტაქტებია“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 919 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 780 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.


თეგები :