• თბილისი
  • 30°C
  • 14 ივლისი, 2020
article

სისტემური კორუფცია სკოლებსა და განათლების სამინისტროში - რა სქემით და ვის ჯიბეში დაილექა 21 მილიონი ლარი?

მონოპოლიები და სისტემური კორუფცია მოსწავლეებისა და ბიუჯეტის ხარჯზე

მაშინ, როდესაც საჯარო სკოლების უმრავლესობა თანამედროვე განათლების გამოწვევებს ვერ პასუხობს, განათლების სამინისტრომ, სკოლების დახმარებით კორუფციული და მონოპოლიური სქემა ააწყო, რომლითაც 2013 წლიდან დღემდე, 21 მილიონი ლარი გადაიქაჩა ბიუჯეტიდან... 

კერძოდ, განათლების სამინისტროს ინსტრუქციის მიხედვით, 2013 წლიდან დღემდე,  საჯარო სკოლები ერთი და იგივე მფლობელის სამ სახვადასხვა კომპანიასთან (იურიდიულ და სატრენინგო მომსახურება) აფორმებენ ხელშეკრულებებს. 

პრესა.ჯიმ ხელშეკრულების ასლები მოიპოვა და აღმოჩნდა რომ განათლების სამინისტრო სკოლებს აიძულებს რომ ერთი და იგივე მფლობელის კომპანიებთან დადონ ხელშეკრულებები და ამ კომპანიებს გადაურიცხონ ბიუჯეტიდან თანხები, რამაც ჯამში 21 მილიონი შეადგინა.

მეტიც, არსებობს გონივრული ვარაუდი რომ ამ კომპანიის მფლობელი, განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნებს გადარიცხული მილიონების ნაწილს "ატკატის" სახით, არალეგალურად უბრუნებს უკან... 

სკოლებსა და განათლების სამინისტროში არსებულ კორუფციაზე საუბრობს განათლების ყოფილი მინისტრი, მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, დიმიტრი შაშკინიც.

"განათლების სამინისტრო წარმატებით ახერხებს მხოლოდ ერთ რამეს: აგრძელებს ფულის კეთებას. 

განათლების სისტემა იმართება კორუფციული სქემებით. ეს არის ფული, რომელსაც იღებენ სკოლებიდან და მიქვთ სალხში" - ამბობს დიმიტრი შაშკინი.

  • სისტემური კორუფციის დეტალები და პრივილეგირებული კომპანიები... 

შპს განათლების ადმინისტრირების ჯგუფი;

შპს საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფი;

შპს ედუგრუპი - ეს არის ის სამი საეჭვოდ პრივილეგირებული კომპანია, რომელსაც ერთი და იგივე დამფუძნებელი ჰყავს, თათია ზარქუას სახით. 

რატომღაც სწორედ ამ კომპანიებს უფორმებენ ხელშეკრულებებს იურიდიულ და სატრენინგო მომსახურებაზე საჯარო სკოლები, რომლის საერთო რაოდენობა 2000-ს აჭარბებს. 

მარტივად რომ ვთქვათ: საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა 2000-ზე მეტმა სკოლამ, მხოლოდ ეს სამი კომპანია "იპოვა", რომელსაც ხელშეკრულებებს უფორმებს ბოლო 7 წლის განმავლობაში. 

ცხადია, აქედანაც ჩანს რომ საჯარო სკოლებს აქვთ კონკრეტული მითითება ვინმე თათია ზარქუას კუთვნილ კომპანიებთან საბიუჯეტო ხელშეკრულებების დადების შესახებ... 

  • წარმოგიდგენთ მტკიცებულებებს: 

2020 წლის 24 თებერვალი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის მეორე საჯარო სკოლა ხელშეკრულებას დებს შპს ედუგრუპთან (დირექტორი და დამფუძნებელი თათია ზარქუა). 

ხელშეკრულების საგანია სატრენინგო მომსახურების შესყიდვა. ღირებულება 500 ლარი.

2019 წლის 3 იანვარი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლამ ხელშეკრულება გაუფორმა შპს განათლების ადმინისტრირების ჯგუფს (დირექტორი და დამფუძნებელი კვლავ თათია ზარქუა). 

ხელშეკრულების საგანი საგანმანათლებლო სფეროს ადმინისტრირების მომსახურება. ღირებულება 1800 ლარი.

2020 წლის 2 მარტი - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთის საჯარო სკოლამ კონტრაქტი დადო შპს  ედუგრუპთან (ისევ ზარქუას კომპანია).

ხელშეკრულების საგანი სატრენინგო მომსახურება. ღირებულება 500 ლარი. 

2020 წლის 27 თებერვალი - ქუთაისის მეცამეტე საჯარო სკოლამ ხელშეკრულება გააფორმა შპს ედუგრუპთან (თათია ზარქუა). 

ხელშეკრულების საგანი - სატრენინგო მომსახურება, ხელშეკრულების ღირებულება 200 ლარი. 

2019 წლის 3 იანვარი - რუსთავის მერვე საჯარო სკოლამ კონტრაქტი დადო შპს განათლების ადმინისტრირების ჯგუფთან, რომელის ასევე თათია ზარქუას ეკუთვნის. 

ხელშეკრულების საგანი საგანმანათლებლო სფეროს ადმინისტრირება, ღირებულება - 1800 ლარი. 

2019 წლის 3 იანვარი - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზუბზუს საჯარო სკოლა ხელშეკრულებას უფორმებს შპს განათლების ადმინისტრირების ჯგუფს (თათია ზარქუა). 

ხელშეკრულების საგანია საგანმანათლებლო სფეროს ადმინისტრირება, ღირებულება კი - 1800 ლარი. 

2018 წლის 3 იანვარი - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქაღის საჯარო სკოლამ ხელშეკრულება გააფორმა საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფთან (დირექტორი და დამფუძნებელი კვლავ თათია ზარქუა).

ხელშეკრულების საგანი - საგანმანათლებლო სფეროს ადმინისტრირება. ღირებულება - 1800 ლარი. 

2019 წლის 8 იანვარი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის საჯარო სკოლა ხელშეკრულებას აფორმებს განათლების ადმინისტრირების ჯგუფთან (ისევ თათია ზარქუას კომპანია). 

ხელშეკრულების საგანი - საგანმანათლებლო სფეროს ადმინისტრირება, ღირებულება 1800 ლარი.

აქედანაც ჩანს რომ ქართული ოცნების პირობებში, განათლების სფეროში შეიძლება შეიცვალოს მინისტრი, მაგრამ არ იცვლება კორუფციული და მონოპოლიური სქემები, რასაც ერთი მხრივ მოსწავლეების ინტერესები ეწირება და მეორე მხრივ ბიუჯეტის ფული... 

მიუხედავად იმისა რომ აშკარაა კორუფციული და მონოპოლიური ფაქტები, მიუხედავად იმისა რომ ამის შესახებ ცნობილია სუსის ანტიკორუფციული სამსახურისათვის, 2013 წლიდან დღემდე ეს კორუფციული სქემა ვერავინ დაშალა, რაც იმას ნიშნავს რომ მისი სათავე გაცილებით მაღლაა, ვიდრე ეს განათლების სამინისტროა.


თეგები :

კორუფცია