• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

ინციდენტი ბათუმში - 42 წლის ველოსიპედისტ ქალს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, ველოსიპედისტს ავტომანქანა დაეჯახა. დაზარალებული 42 წლის ქალია.

შემთხვევა ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში მოხდა.

ქალს კლინიკა "მედცენტრში" კვლევები უტარდება იმის გამოსარკვევად, თუ რა ხარისხის დაზიანებები აქვს მიღებული. კლინიკის ინფორმაციით, დაშავებული კონტაქტურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.


თეგები :