• თბილისი
  • 29°C
  • 03 აგვისტო, 2020
article

"არ გამიკვირდება, გვითხრან, რომ ეს ყველაფერი დაიგეგმა უკრაინიდან და მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა ჩემს მოკვლას"

"არ გამიკვირდება, რომ ხელისუფლებამ ეს ქეისიც მიხეილ სააკაშვილს მიაწეროს", - ასე აფასებს გიორგი გაბუნია ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს მისი შესაძლო ლიკვიდაციის გეგმაზე.

როგორც ჟურნალისტმა სოფო ზურაბიანის "პოლიტიკის ფორმულაში" განმარტა, ხელისუფლება ერიდება ჩრდილოელი მეგობრის ხსენებას განცხადებებში და საუბრები ძალაზე, რომელსაც სურს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, შესაძლოა, მივიდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტამდე.

"პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება - რუსეთზე არ არის საუბარი იქაც. ამბობენ, გადავარჩინეთ ადამიანის სიცოცხლე და მე არ ვარ ნახსენები. დესტაბილიზაციას ავარიდეთ ქვეყანა და სხვა მიმართულებით მიდის საუბარი, რომ ვიღაცებს არ მოსწონს ჩვენი ქვეყნის წინსვლა. მე ამ ხელისუფლებას რომ ვიცნობ, არ მიკვირს, რომ რუსეთის ხსენებას ვერ ბედავენ. არ გამიკვირდება, გვითხრან, რომ ეს ყველაფერი დაიგეგმა უკრაინიდან და მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა ჩემს მოკვლას. წინასწარი კომენტარები ამას მაფიქრებინებს - უკუღმა ატრიალებენ ხოლმე. ნაციონალები ცდილობდნენ ჩემს მოკვლას და ოცნების ხელისუფლებამ გადამარჩინა", - აცხადებს გიორგი გაბუნია.

12 ივნისს სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ეთნიკურად ჩეჩენი პირი საქართველოში გიორგი გაბუნიას მკვლელობის ორგანიზებისთვის იყო ჩამოსული.


თეგები :