• თბილისი
  • 29°C
  • 03 აგვისტო, 2020
article

ინციდენტი თბილისში - ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი

თბილისი, ბაგრატიონის ქუჩაზე (6-ა), ლიფტი ჩაწყდა, რის შედეგადაც 4 მოქალაქე დაშავდა. დაშავებულებს შორის 1 არასრულწლოვანია.

არასრულწლოვანს დაბეჟილობა და ნაკაწრები აღენიშნება, ერთ პირს ქვედა კიდურების მოტეხილობა, ორს კი ქვედა კიდურების ღია მოტეხილობები.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სტაციონარში გადაიყვანეს.


თეგები :