• თბილისი
  • 29°C
  • 03 აგვისტო, 2020
article

რამზან კადიროვი: თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის მას შეასრულებს. თუ ჩუმადაა შესასრულებელი, ვერავინ გაიგებს

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი მთავარი არხის წამყვან გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ ვინმე მისი დავალებით იმოქმედებს, "მას შეასრულებს". განცხადება მან ტელეგრამის მეშვეობით გაავრცელა:

"ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის მას შეასრულებს, და თუ დავალება ჩუმადაა შესასრულებელი, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, თქვენი ქვეყნის ღრმა სტაგნაციაში, ამის შესახებ ვერ გაიგებენ. ის თქვენი ფუჭად მოლაპარაკე, რომელიც, როგორც მედიის წარმომადგენელი, ისე პოზიციონირებს, ისედაც ძლივსაა ცოცხალი, განდიდების მანიითაა შეპყრობილი. ყველა სერიოზული მედია მას კინწისკვრით გააგდებდა," - დაწერა კადიროვმა.


თეგები :