• თბილისი
  • 27°C
  • 19 სექტემბერი, 2020
article

ფოთისა და ადიგენის შემდეგ თბილისი - სამგორის რაიონის გამგეობამ რუსულ ტრენაჟორებში 127,631 ლარი გადაიხადა - რატომ ყიდულობს "ქართული ოცნება" ოკუპანტი ქვეყნის პროდუქციას?

თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტის ფულით, რუსული ტრენაჟორები იყიდა და მასში 127,631 ლარი გადაიხადა. 

სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ ამის შესახებ ხელშეკრულება დღეს, 8 ივნისს გააფორმა შპს "გეო გრინთან", რომლის დირექტორი ლელა გუდაშვილია. 

ხელშეკრულების მიხედვით, შპს "გეო გრინმა", 127,631 ლარის სანაცვლოდ, სამგორის რაიონის გამგეობას 8 ერთეული ტრენაჟორი უნდა მიაწოდოს, რომელთა მწარმოებელი რუსეთის ფედერაციაა. 

"ნიჩბოსანი", 'სხეულის ამზიდი", “აზიდვა მკერდიდან”, “მიზიდვა მკერდისკენ”, “აზიდვა ფეხებით”, “წელის კორექციისთვის”, “ელიფტური”, "ორმხრივი ძელი" - ეს არის ის პროდუქცია, რომელიც შპს "გეო გრინმა" სამგორის რაიონის გამგეობისათვის რუსეთიდან უნდა შემოიტანოს. 

თუმცა, გარდა იმისა რომ თბილისის მუნიციპალიტეტში, ხშირად კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე ბიუჯეტის ფული იფლანგება და არამიზნობრივად იხარჯება, ამ შემთხვევაში რისკებია პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებითაც. 

რუსული ტრენაჟორები არის ძვირი, თუნდაც აზიურ ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციასთან შედარებით და ამავე დროს, უხარისხოცაა. 

რატომ გადაწყვიტეს სამგორის რაიონის გამგეობაში, უკიდურესი გაჭირვების ფონზე, ხალხის ფულის ოკუპანტი ქვეყნის უხარისხო პროდუქციაში დახარჯვა, ამის შესახებ გამგებელი დუმს. 

რაც შეეხება შპს "გეო გრინს", ცოტა ხნის წინ, ამ კომპანიამ იგივე პროდუქცია შეიძინა, ადიგენისა და ფოთის, მუნიციპალიტეტებისთვისაც.


თეგები :

ტენდერი