• თბილისი
  • 29°C
  • 10 ივლისი, 2020
article

ვარკეთილში, საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მამაკაცის ცოლ-შვილი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი - ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, ვარკეთილში, საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მამაკაცის ცოლ-შვილი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ვაჟა სირაძის განმარტებითვე, მამაკაცს არავის მისამართით არ უსვრია და მასთან ამ წუთებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„დაშავებული არავინ არის და კონკრეტულად არავის მიმართ არ განუხორციელებია გასროლა. ოჯახის წევრები, შვილები, მეუღლე უსაფრთხოდ არიან. მამაკაცი მარტოა ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც ახორციელებს გასროლას. ამ ეტაპისათვის ამ ადამიანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, როგორც პირადად, ასევე სატელეკომუნიკაციო საშუალებებით“, - აცხადებს სირაძე.


თეგები :