• თბილისი
  • 34°C
  • 05 ივლისი, 2020
article

1,033,800 ლარი მანქანებში - სახელმწიფოს კუთვნილი გაზის ტრანსპორტირების კომპანია 10 "პიკაპს" ყიდულობს

ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მაშინ, როდესაც დახმარების მიღმა დატოვეს პენსიონერები, სტუდენტები, გლეხები და ვეტერანები, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, რომლის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი სახელმწიფო ანუ ხალხია, მილიონ ლარზე მეტს იხდის მანქანებში. 

კერძოდ, 2020 წლის 3 ივნისს გამოცხადებული ტენდერის შესაბამისად, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში დაადგინეს რომ თუ 10 ერთეულ ახალ “პიკაპს”, არ იყიდიან, ისე მუშაობა შეუძლებელი იქნება. 

ამ მიზნით, 3 ივნისს შედგა ოქმი, რომლის მიხედვითაც სატენდერო კომისიამ, მისი თავმჯდომარის, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორის, მიხეილ შალამბერიძის ხელმოწერით დაადასტურა 10 პიკაპის ყიდვის აუცილებლობა, რომელიც ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, ღარიბი ხალხით სავსე ქვეყანას, 1,033,800 ლარი დაუჯდება.

უკვე გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, წინადადებების მიღება 12 ივნისამდე გრძელდება.


თეგები :

მანქანები