• თბილისი
  • 29°C
  • 03 აგვისტო, 2020
article

ქართული ოცნების დეპუტატის პრივილეგიების გამო, ახალციხე შესაძლოა კოვიდ-ინფექციის კერად იქცეს

გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ ახალციხეში, 2020 წლის 25 მაისს, რუსეთიდან დაბრუნებულ ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

დღეს ცნობილი ხდება რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირები ახალციხის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატის, კობა გელაშვილის ოჯახთან არიან დაკავშირებულები. 

ადგილობრივების თქმით, კობა გელაშვილმა, რომელიც ყველაზე გამცდენ დეპუტატებს შორის ლიდერობს, ქართული ოცნებისგან მინიჭებული პრივილეგიები გამოიყენა, რის გამოც კარანტინისათვის საჭირო აუცილებელი პირობები დაირღვა... 

შედეგად: ამ წუთებში ცნობილი ხდება რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სამსახურის თანამშრომლები კარანტინში გადაჰყავთ. 

საუბარია 30-დან 40 ადამიანამდე, რომლებსაც სავარაუდოდ, შეხება ჰქონდათ კოვიდინფიცირებულების კლასტერთან.

ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა თუ როგორ იყენებენ ქართული ოცნების გავლენიანი პირები უკანონო პრივილეგიებს, რის გამოც საფრთხეს უქმნიან მოქალაქეებს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნების გავლენიანი დეპუტატის, კობა გელაშვილის ოჯახთან დაკავშირებული და რუსეთიდან დაბრუნებული პირები გუშინ თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

ოფიციალური სტატისტიით, ახალციხის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე 10 ინფიცირებულია. 

თუმცა, ქართული ოცნების გავლენიანი წარმომადგენლების დაუდევრობის გამო, ახალციხეში, სადაც დღევანდელი ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულმა კორუფციამ და კლანურმა მმართველობამ ხალხი კიდევ უფრო მეტად გააღარიბა, შესაძლოა ეს რიცხი დრამატულად გაიზარდოს.


თეგები :

ინფექცია