• თბილისი
  • 25°C
  • 11 ივლისი, 2020
article

საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე გაგრძელდება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა, მათ შორის იქნებიან გამომძიებელი და ექსპერტები.

"ჩვენი ინტერესი, ბუნებრივია, არის დაქტილოსკოპთან მიმართებაში ანაბეჭდების გადასვლის საკითხი ცეცხლსასროლ იარაღზე, ვინაიდან ამ საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ჩადებულ ცეცხლსასროლ იარაღზე გიორგი რურუას თითის ანაბეჭდები არ არის. შუამდგომლობა დაგეგმილი არ გვაქვს, თუმცა თუ პროცესზე გამოიკვეთა რაიმე საფუძველი შუამდგომლობის დაყენების, ცხადია, რომ ჩვენ დავაყენებთ შესაბამის შუამდგომლობას" - აღნიშნა გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.


თეგები :