• თბილისი
  • 25°C
  • 11 ივლისი, 2020
article

ექიმებს ანალიზები აერიათ და კოვიდინფიცირებული მამაკაცი სახლში გაუშვეს - მედპერსონლის მიერ დაშვებულმა შეცდომამ ნინოწმინდაში, შესაძლოა, კოვიდაფეთქება გამოიწვიოს

მედიკოსების დაშვებულმა შეცდომამ ნინოწმინდაში შესაძლოა კოვიდაფეთქება გამოიწვიოს. ექიმებს ანალიზის პასუხები აერიათ და კოვიდ-19 ით ინფიცირებული 44 წლის კაცი სახლში გაუშვეს.

შეცდომა  2 დღის შემდეგ აღმოაჩინეს. ინფიცირებული  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საპატრულო პოლიციის თანხლებით გუშინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. 

ვერ ვხდები რა მოხდა, რუსეთიდან დაბრუნებულმა გავიარე სპეციალური კარანტინი 31 მაისს გამომწერეს. როგორც მითხრეს, სრულიად ჯანმრთელი. ჩამოვედი სოფელში ურთიერთობა მქონდა ხალხთან. ორი დღის შემდეგ მოდიან და მეუბნებიან, რომ ინფიცირებული ვარ. რაღაც გაუგებრობაა, - ამბობს მამაკაცი.

მამაკაცი რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა, მან 14–დღიანი კარანტინი გუდაურის ერთ–ერთ სასტუმროში გაიარა და სოფელში 31 მაისს დაბრუნდა.