• თბილისი
  • 25°C
  • 11 ივლისი, 2020
article

წულუკიანის უწყება, ქართული ოცნების მსხვილ შემომწირველს, ფეისბუქ გვერდების მართვაში 181,124 ლარს უხდის

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სპეციალურმა პენიტენციალურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულმა უწყებებმა, 2020 წლის თებერვალში ფეისბუქ გვერდების მართვაზე ერთობლივი ხელშეკრულება გაუფორმეს კომპანია „დი დი ბი ჯორჯიას“. 

ხელშეკრულების მიხედვით, ამ კომპანიამ, იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების ფეისბუქ გვერდების მართვა უნდა განახორციელოს - მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 

ამავე დროს, იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში (პენიტენციალური სამსახური, იუსტიციის სახლი, საჯარო რეესტრი, სერვისების განვითარების სააგენტო...) დაქირავებული ჰყავთ მაღალანაზღაურებადი თანამშრომლები, რომლებიც სოციალურ ქსელ ფეისბუქის გვერდებზე არიან პასუხისმგებლები. 

თუმცა, მიუხედავად ამისა, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ფონზე, წულუკიანის უწყებამ მაინც საჭიროდ ჩათვალა, რომ ბიუჯეტიდან დამატებით 181,124 ლარი გადაეხადა კომპანიისთვის, რომლის დამფუძნებელი, ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია.

მაგალითად: შპს „დი დი ბი ჯორჯიას“ დირექტორი და 100 პროცენტიანი წილის მფლობელი დავით ჯაშია, რომელმაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ქართულ ოცნებას 60,000 ლარი შეწირა.

ხელშეკრულება, რომელიც 181,124 ლარი გვიჯდება, 11 თვიანია, რაც იმას ნიშნავს რომ იუსტიციის სამინისტრო და მასთან დაკავშირებული სახელმწიფო ორგანიზაციები, ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველის კუთვნილ კომპანიას, ფეისბუქ გვერდების მართვაში, თვეში 16,465 ლარი უნდა გადაუხადოს.


თეგები :

იუსტიცია