• თბილისი
  • 34°C
  • 05 ივლისი, 2020
article

"11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისის კლასტერიდანაა, დანარჩენი ცხრა კი ერთ ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტით დაინფიცირდა"

11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისის კლასტერიდანაა, დანარჩენი ცხრა კი ერთ დადასტურებულ, ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტით დაინფიცირდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, იკვლევენ, არსებობენ თუ არა ამ წყაროსგან დაავადებული სხვა ინფიცირებულებიც.

„ეს არაა ახალი კლასტერი. ცნობილი წყაროა. ისინი ბინაზე იყვნენ იზოლაციაში, რადგან ამის საშუალება ჰქონდათ. მიმდინარეობს დადასტურებული პაციენტების კონტაქტების კვლევა“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამჟამად კოვიდცენტრებში 145 ადამიანი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 24 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 757 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 600 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.


თეგები :