• თბილისი
  • 34°C
  • 05 ივლისი, 2020
article

ჟურნალისტი ირმა ჭკუასელი 24 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჟურნალ "სარკის" ჟურნალისტი, ირმა ჭკუასელი, 24 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. 

მისი გარდაცვალების შესახებ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა მედეა სანაიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

"გაფრინდა ჩვენი პატარა ჩიტი, ჩვენი რედაქციის ყველაზე პატარა ჟურნალისტი, ჩვენი მებრძოლი, ყველაზე კეთილი და კეთილშობილი. თვითონ უკეთეს სამყაროში გადავიდა, ჩვენ დაგვაკლდება ძალიან, ჩვენ ვერ ამოვავსებთ ამ სიცარიელეს,"- წერს სანაია.

"პრესა.ჯი" მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ახლობლებს.


თეგები :