• თბილისი
  • 29°C
  • 10 ივლისი, 2020
article

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურის ვინაობა ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ვასილ როინიშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვის წინ ამოეწურა. 

ვასილ როინიშვილი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად იყო წარდგენილი. პროცედურის თანახმად, თუკი მას აირჩევს პლენუმი, მან უნდა დაწეროს განცხადება და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის შესახებ.


თეგები :