• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივლისი, 2020
article

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან ერთი ინფიცირებული სოფელ ქვემო ბოლნისის მცხოვრებია, მეორე კი ე.წ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების კლასტერს მიეკუთვნება და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გუშინ 122 საკვლევი მასალა იქნა აღებული, აქედან 111 სოფელ ქვემო ბოლნისში, 11 კი ქალაქ ბოლნისში.

სოფელი ქვემო ბოლნისი ერთ-ერთი პირველი დასახლება იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც კოვიდინფიცირების ფაქტი გამოვლინდა და 1 აპრილს მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. საკარანტინე შეზღუდვა, სოფელში 8 მაისს მოიხსნა. სულ სოფელ ქვემო ბოლნისში ამ დროისთვის კოვიდინფიცირების 7 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 2 გარდაიცვალა და 4 გამოჯანმრთელდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჯამში კოვიდინფიცირების 165 დადასტურებული შემთხვევაა.