• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივლისი, 2020
article

ბიძინა კულუმბეგოვი: არავითარი გრძელვადიანი დამაზიანებელი რისკი პლაქვენილს არ ექნება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პრეპარატ პლაქვენილს შესახებ "დღის კურიერში" ისაუბრა და თქვა, რომ პრეპარატი საბოლოდ ამოღებული არ არის. თუმცა ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ოქროს სტანდარტი არ არის, მისი პოზიციები შეარყია.

მისი თქმით, იმ პაციენტებს, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ პრეპარატი პლაქველინი, შფოთვისა და ღელვის საფუძველი არ აქვთ. 

"რევმატოლოგიური დაავადებების დროს, მას წლობით სვამენ პაციენტები. როცა ვუყურებ ჰარვარდის პროტოკოლს, როცა ვუყურებ ამერიკის და გერმანიის პროტოკოლებს, იქ არის 5-დან 10 დღემდე, მეტი ხანგრძლივობით ამ პაციენტებს ეს არ ეძლეოდათ. ამიტომ, არავითარი რისკი, გრძელვადიანი დამაზიანებელი ჰიდროქსიქლოროქინს არ ექნება, ეს ხალხი უნდა იყოს მშვიდად, რა თქმა უნდა. მაგრამ ბუნებრივია, როგორც მოვისმინეთ, აღარ იქნება ამ პრეპარატის მიმართებით ასეთი დამოკიდებულება, ის ჩანაცვლდება, სანამ არ დაზუსტდება,“ - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.


თეგები :