• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივლისი, 2020
article

"ნუ ავალთ გადატენილ ტრანსპორტში და თუ მოკლე მანძილზე მივდივართ, ვიაროთ ფეხით"

ნუ ავალთ გადატენილ ტრანსპორტში და თუ მოკლე მანძილზე მივდივართ, ვიაროთ ფეხით. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ კორონა არ გამქრალა, ის ჩვენ გვერდითაა.

"ნუ ავალთ გადატენილ ტრანსპორტში და თუ მოკლე მანძილზე მივდივართ, ნუ დავტვირთავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ფეხით ვიაროთ, რათა ვისაც აუცილებლად სჭირდება ის, მათ ისარგებლონ ტრანსპორტით. კარგი იქნებოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულაციები ყოფილიყო. მაგალითად, მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა, თუმცა პრაქტიკულად, ამის გაკონტროლება შეუძლებელია. ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად. უნდა გვახსოვდეს, რომ კორონა არ გამქრალა, ის ჩვენ გვერდითაა", - განაცხადა პაატა იმნაძემ.


თეგები :