• თბილისი
  • 33°C
  • 09 ივლისი, 2020
article

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვს კი 16 მიემატა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა. განახლებული მონაცემების მიხედვით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 738 ახალი COVID ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული.

16-ით არის გაზრდილი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ამ ეტაპზე COVID-19 საქართველოში 573-მა პაციენტმა დაამარცხა.

კარანტინის რეჟიმში რჩება 3,076, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250 მოქალაქე.