• თბილისი
  • 34°C
  • 05 ივლისი, 2020
article

ვირუსის მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით - გიორგი გახარია

მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით, რაც შეეხება ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფას, აქ არანაირი პრობლემები არ იქნება, როგორც ამ კრიზის დროს, რომელიც იყო აბსოლუტურად მოულოდნელი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, რითაც დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა მეორე ტალღის შემთხვევაში რეზერვების შესაქმნელად მზაობა.

მისი თქმით, სახელმწიფოს დამოუკიდებლად მოქმედებისთვის რეზერვების შექმნის გარკვეული სქემები აქვს.

„რაღაც მოდელები ბიზნესთან, კონკრეტულ კომპანიებთან თანამშრომლობის, ერთობლივი მუშაობის, უკვე დავალაგეთ, მაგრამ უფრო დამოუკიდებლად რომ ვიმოქმედოთ, სახელმწიფოს მხრიდან რეზერვების შექმნის, გარკვეული სქემები გვაქვს. მინდა გითხრათ, რომ დაგროვილი რეზერვები ჯერ კიდევ არსებობს და ამ მუშაობას ვაგრძელებთ. მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით. რაც შეეხება ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფას, აქ არანაირი პრობლემები არ იქნება, როგორც ამ კრიზის დროს, რომელიც იყო აბსოლუტურად მოულოდნელი. დაახლოებით 1-2 საათის განმავლობაში რამდენიმე მსხვილი სუპერმარკეტის დახლებზე იყო პატარა დეფიციტი, ამაზე ხდებოდა სწრაფი რეაგირება და ეს დახლები ივსებოდა, უკეთესი მზაობა გვექნება ამ ნაწილში მეორე ტალღის დროს“,- განაცხადა გახარიამ.


თეგები :