• თბილისი
  • 33°C
  • 09 ივლისი, 2020
article

პოლიციელები იყვნენ ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე და მათ ეკუთვნით მადლობა - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტოს იმ ღონისძიებებისთვის, რომელიც გაატარა პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამაში იყო ჩართული 10 000 ქართველი პოლიციელი და ისინი ამაგრებდნენ 130-ზე მეტ ბლოკპოსტს. არაფერს ვამბობ კომენდანტის საათის და სხვადასხვა სახის მათთვის არასპეციფიური ფუნქციების შესრულების თვალსაზრისით. ეს ხალხი იყო ბრძოლის წინა ხაზზე. ეს ხალხი იყო ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე და რა თქმა უნდა, მათ ეკუთვნით უაღრესი მადლობა“, - განაცხადა გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას.


თეგები :