• თბილისი
  • 8°C
  • 04 დეკემბერი, 2020
article

25 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება

25 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება, თუმცა რისკების შემცირების მიუხედავად გარკვეული შეზღუდვები ძალაში დარჩება და მოკლევადიანი პაემნები მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში იქნება დაშვებული.

პატიმრის სანახავად მისული სტუმარი ვალდებული იქნება, დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს. ახალი გადაწყვეტილებების შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"ჩვენ ორშაბათ დილიდან უკვე შევძლებთ, რომ ხანმოკლე პაემნები აღვადგინოთ პენიტენციურ დაწესებულებაში. მოკლევადიანი პაემნების ჩატარება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში და ასევე მოსული სტუმარი ვალდებული იქნება, რომ დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს," - განაცხადა თეა წულუკიანმა.


თეგები :