• თბილისი
  • 33°C
  • 09 ივლისი, 2020
article

"კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტი სომხეთის მოქალაქეა"

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტი სომხეთის მოქალაქეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, 2 ახალი პაციენტი დედა-შვილია. ისინი კლინიკაში საკარანტინე ზონიდან მოათავსეს და სომხეთის მოქალაქეები არიან.

კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 41 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3 გამოჯანმრთელდა.

„2 ახალი პაციენტი გვყავს, რომელიც საკარანტინე სივრციდან შეიყვანეს. დედა და შვილი სომხეთის მოქალაეები არიან, ერთი პაციენტი კი რეანიმაციული განყოფილებიდან გადავიდა და ერთი აგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ასევე, 4 საყურადღებო პაციენტი გვყავს. 18 წლამდე ასაკი მოზარდებიდან 12-ია კორონავირუსით ინფიცირებული. 4 პაციენტი კი კვლევაში ჩართვას ელოდება“, - განაცხადა სოლღაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსი 721 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 485 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 12 პირი.


თეგები :