• თბილისი
  • 33°C
  • 09 ივლისი, 2020
article

მთავრობას მოვთხოვთ პასუხს, თუ რატომ დაზიანდა ეკონომიკა საგანგებო მდგომარეობის დროს - რომან გოცირიძე

„მთავრობას მოვთხოვთ პასუხს თუ რატომ დაზიანდა ეკონომიკა საგანგებო მდგომარეობის დროს,“ - ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე, პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას. 

მისი განცხადებით, ოპოზიციას აინტერესებს, რატომ გაიზარდა ქვეყანაში სიღარიბე და რას სთავაზობს ხელისუფლება იმ ადამიანებს, რომლებიც საარსებო რესურსების გარეშე არიან დარჩენილები.

„ჩვენ მთავრობას მოვთხოვთ პასუხს იმის თაობაზე, თუ როგორ გაიზარდა ქვეყანაში სიღატაკე, რატომ მოხდა რომ საგანგებო მდგომარეობისას ყველაზე მეტად დაზიანდა ეკონომიკა, რატომ მოხდა, რომ დღემდე უამრავი ადამიანი, რომელიც ელოდება დახმარებას, ფაქტობრივად საარსებო რესურსების გარეშეა დარჩენილი. ეს კითხვები გვექნება პრემიერ-მინისტრთან“, - აცხადებს რომან გოცირიძე.


თეგები :