• თბილისი
  • 33°C
  • 09 ივლისი, 2020
article

"თუ დასაქმებულის სამუშაო ადგილზე ყოფნის საჭიროება არ არის, სასურველია, სამსახურებმა დისტანციურ რეჟიმში მუშაობა შეინარჩუნონ"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, თუ დასაქმებულის სამუშაო ადგილზე ყოფნის საჭიროება არ არის, სამსახურებმა დისტანციურ რეჟიმში მუშაობა კვლავ შეინარჩუნონ.

"სამსახურების უმრავლესობა ონლაინრეჟიმზე არიან გადასულები და თუ იძლევა ამის შესაძლებლობას სამსახური, რა თქმა უნდა, რეკომენდებულია ამ ტიპის მუშაობის გაგრძელება. თუ აუცილებელია თქვენი ფიზიკური ყოფნა ამა თუ იმ სამსახურში, სოციალურ თუ ადამიანურ თანადგომას გავუწიოთ ანგარიში," - განაცხადა ზახაშვილმა.

თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დასძინა, რომ საჭიროა ნაკლები მობილობა.

"ახლა რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა იგივე მასშტაბით იყოს, დარწმუნებული იყავით მალე მივიღებდით მეორე ტალღას. ონლაინმუშაობა იმიტომ დაუშვა სახელმწიფომ. ძალიან ბევრი სამსახურები გადავლენ ამ ტიპის მუშაობაზე, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება. ნაკლები მობილობა! ამან მოგვცა ის, რომ არ გვაქვს დღეს 3,4 ,5 ათასი შემთხვევა ქვეყანაში," - განაცხადა გამყრელიძემ.


თეგები :