• თბილისი
  • 33°C
  • 09 ივლისი, 2020
article

"ადამიანებმა სწორად უნდა განსაზღვრონ, უღირთ თუ არა ტრანსპორტში ჩაჯდომა... თუ დიდი მანძილი არ არის, ჯობია, ფეხით გაიარონ"

ტრანსპორტში მგზავრთა მცირე რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა შორის უნდა იყოს დაცული სათანადო მანძილი იმისთვის, რომ პირდაპირი წვეთით ინფექციის გავრცელება- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დანარჩენი ყველაფერი ადამიანთა სოციალური პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული და თვითკონტროლზე იმისთვის, რომ ადამიანებმა სწორად განსაზღვრონ, უღირთ თუ არა ტრანსპორტში ჩაჯდომა.

"თუ თქვენი გადაადგილება იმდენად შორს არის, რომ ამ მანძილის დაფარვა ფეხით შეუძლებელია, რა თქმა უნდა სჯობს ისარგებლოთ ტრანსპორტით და ყველა სხვა დანარჩენმა, რომელსაც შეუძლია გასავლელი მანძილის ფეხით დაფარვა, დაუთმოს სატრანსპორტო საშუალება მათ, ვისთვისაც ეს შეუძლებელია“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.


თეგები :