• თბილისი
  • 33°C
  • 09 ივლისი, 2020
article

"ელემენტარულად, ვიზუალურად თუ გადახედავთ სურათს, საქართველოს ისტორიაში ასეთი გოიმური ოპოზიცია არ მახსენდება"

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთი "გოიმური" ოპოზიცია, როგორიც დღესაა, საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება.

"თუ გადაავლებთ თვალს, ელემენტარულად, ვიზუალურად თუ გადახედავთ სურათს, რომელიც არის ჩამოყალიბებული ლეიბორისტული პარტიის ოფისში, ყველაფერი ნათელი ხდება. ასეთი მარგინალური, უხეში ტერმინი არ მინდა გამოვიყენო, მაგრამ ასეთი გოიმური ოპოზიცია მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში", - თქვა კობახიძემ.

სახელისუფლებო პარტიის ლიდერის თქმით, ოპოზიციის საერთო ნიშანი ისაა, რომ ყველას თავისი ცოდვა აქვს და ყველას აქვს რაღაც "გაფუჭებული", თუმცა, მისი შეფასებით, ეს სპექტრი საკმაოდ ჭრელია. კობახიძის აზრით, გაერთიანებულ ოპოზიციას წარმატების არანაირი რესურსი არ აქვს.


თეგები :