• თბილისი
  • 33°C
  • 08 აგვისტო, 2020
article

თბილისის მერის მოადგილის პოსტზე სოფიო ხუნწარიას ანდრია ბასილაია ჩაანაცვლებს

თბილისის მერის მოადგილის პოსტს ანდრია ბასილაია დაიკავებს - ამის შეასხებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბასილაია სოფიო ხუნწარიას ადგილს დაიკავებს, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

„მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი მოადგილის, ანდრია ბასილაიას კანდიდატურა, რომელიც 2017 წლიდან არის ჩვენი გუნდის წევრი. დღემდე სხვადასხვა თანამდებობებზე იყო და აქვს ბევრი წარმატებული პროექტი. ანდრია პროფესიით ეკონომისტ/პოლიტოლოგია, დამთავრებული აქვს ნიუ-იორკის „წმინდა ლაურენსის უნივერსიტეტი“, მანამდე კი „ვესტთაუნის სკოლა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში. დარწმუნებული ვარ, წარმატებულ პროექტებს განვახორციელებთ. ანდრია არის მაგარი პროფესიონალი, წარმატებული ადამიანი და მინდა მას წარმატება ვუსურვო ამ თანამდებობაზე“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ანდრია ბასიალაია რამდენიმე დღის წინ ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელად წარადგინეს, მანამდე კი, 2 წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი იყო. მან თბილისის მერის მოადგილის პოსტზე სოფიო ხუნწარია ჩაანაცვლა.


თეგები :