• თბილისი
  • 31°C
  • 11 აგვისტო, 2020
article

"ჩემთვის სრულიად მიუღებელია ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის აზრი, რომ შეიძლება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა ცუდი იყოს"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს პატრიარქი ამ ქვეყნის წინამძღვარი და ძალიან დიდი, მორალური ავტორიტეტია. ასევე, ძალიან დიდ პატივს სცემს ეკლესიას, მაგრამ ყველაფერში არ ეთანხმება მას.

"მე არ მეყოფა სიტყვები, რომ მისი ძალიან დიდი დამსახურება გამოვხატო. არსებობს ასევე, კონკორდატი, რომლის გარანტორიც მე ვარ და რომელიც ძალიან დაბალანსებულია. მე მაგალითად, არ გავყევი სინოდის რეკომენდაციას - მომართვას, რადგან შემდეგ მხოლოდ მე ვატარებ ამ პასუხისმგებლობას, როცა მე ვჯდები ჩემს თავთან მარტო და იქ არის მღებული გადაწყვეტილება. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ეკლესიას - ამ ინსტიტუტს და ეს არაერთხელ გამოჩნდა, მაგრამ ყველაფერში არ ვეთანხმები. მაგალითად, არ ვეთანხმები და ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რომ ზოგმა ეკლესიიდან გამოთქვა აზრი, რომ შეიძლება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა ცუდი იყოს და რომ არავითარ შემთხვევაში ეს სავალდებულო არ უნდა იყოს - ეს აბსურდია. ვაქცინა ჯერ არ არსებობს. არ ვიცით რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ის საქართველოსთვის. არ შეიძლება, ეს უკვე ჩარევაა საერო საქმეებში და ჯანდაცვის კომპეტენციაში, ამას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი საზოგადოების ჯანდაცვის საკითხია. მოსაზრება აცრების პრობლემატურობის შესახებ ისედაც გავრცელებულია მოსახლეობაში "ფეიკნიუსები" - ნაწილობრივ რუსული, ნაწილობრივ სხვა წარმოშობის ასევე, ლუგარის ცენტრის ირგვლივაც, რომელმაც რეალურად გადაგვარჩინა ამ სიტუაციაში, გავრცელებული "ფეიკნიუსები" პირდაპირი დარტყმაა საქართველოს დემოგრაფიაზე და თუ ამას ვინმე ვერ ხედავს, დროა გონს მოეგოს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა "რუსთავი 2-თან" ინტერვიუში.


თეგები :