• თბილისი
  • 30°C
  • 05 აგვისტო, 2020
article

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

კარგი დღეა მუშაობისა და სერიოზული ჩანაფიქრების განხორციელებისთვის. შეიძლება მიიღოთ პრემია ან ჰონორარი. დღის მანძლზე თავი აარიდეთ კატეგორიულობას და ინდივიდუალურ სამუშაოს, რომელიც კონცენტრაციას მოითხოვს. სხვადასხვა საქმიან ოპერაციებში წარმატება გელით.

 

კურო

კარგი დღეა მეგობრული ურთიერთობების აღსადგენად. გამორიცხული არ არის, რომ ახლობელი ადამიანების ქმედებებმა იმედი გაგიცრუოთ. ავტორიტარული და ზეწოლის განხორციელების მქონე ქმედებებისგან თავი შეიკავეთ, თორემ დღის ბოლოს მარტო დარჩებით. ნუ ჩაიდენთ უგუნურ ქმედებებს.

 

ტყუპები

დღეს სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებთ, სასარგებლო იქნება ჯანმრთლობის გაკაჟების მცდელობა. ნუ მოკიდებთ ხელს სერიოზულ და შრომატევად საქმიანობას. სადილის შემდეგ განწყობა შეგეცვლებათ. მეტად მობილიზებულად იგრძნობთ თავს და საქმეებიც უკეთ წავა. სარფიანია ვალუტის გაყიდვა.

 

კირჩხიბი

სიზარმაცე გძლევთ, რაც შეიძლება დამღუპველი იყოს ჯანმრთლობისთვის. სახლში მშვიდობა დაისადგურებს. განწყობა და შინაგანი გრძნობა ამაღლებულია. თუ სამსახურს იცვლით, შესაძლოა მალევე იშოვოთ უკეთესი ადგილი. საღამოს ბავშვები წაახალისეთ საინტერესო წიგნით ან ახალი სათამაშოთი.

 

ლომი

დღევანდელი დღე მეტწილად ხანმოკლე კეთილდღეობის მომტანია, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი იმედგაცრუებით იცვლება, განსაკუთრებით სიყვარულში. სიზმრები თითქმის ყოველთვის სრულდება.

 

ქალწული

დღეს იყავით მშვიდი და გაწონასწორებული. საღამოს შეიარეთ სტილისტთან. სპორტული ვარჯიში შეიძება ტრავმის მიღებით დასრულდეს. თქვენი განწყობა გაუმჯობესდება.

 

სასწორი

დღეს შეიძლება საკუთარი ილუზიებისა და თვითმოტყუების მსხვერპლი გახდეთ. გადაუხადეთ სამაგიერო მათ, ვინც ყოველთვის გეხმარებოდათ. სამსახურში რომ არ დააგვიანოთ მაღვიძარას დაყენება არ დაგავიწყდეთ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიასთან.

 

მორიელი

დღეს სიამოვნებას მიიღებთ ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვისგან - ასე შეძლებთ დაგროვილი დაძაბულობის მოხსნას. აქტუალური იქნება შემოსავლების გადანაწილება, გადასახადების გადახდა და ა.შ. შთაგონებით სავსე იქნებით. დაეხმარეთ გარშემომყოფებს და ისინი მადლიერნი იქნებიან.

 

მშვილდოსანი

აქტიური დღეა. ნათსავები დაგეხმარებიან საინტერესო და შემოსავლიან სამსახურში დასაქმდეთ. ფრთხილად იყავით მომწამვლელ ნივთიერებებთან. დაიცავით წამლების დოზები. 

 

თხის რქა

ამ კვირაში, მარტოხელა თხის რქებს ვარსკვლავები ურჩევენ „ონლაინ ნაცნობობას“, ხოლო დაწყვილებულებს აქტიურ სექსს. კვირის შუა ნაწილში, როცა მარსი თევზებში შევა, ხოლო ვენერა და იუპიტერი რეტროგრადულად იმოძრავებენ - ნეგატიური ემოცია მოგეძალებათ და ზედმეტად გაღიზიანებული იქნებით, თუმცა, ამ ვითარების შემოტრიალებაც შესაძლებელი იქნება თქვენდა სასარგებლოდ. შეეცადეთ სექსში მხოლოდ საყვარელი პოზები და ტექნიკა გამოიყენოთ, უბრალოდ დაამატეთ სექს-სათამაშები და მიიღეთ უდიდესი სიამოვნება პულსის დაკარგვამდე - თქვენ ეს შეგიძლიათ. კვირის ბოლოც საკმაოდ პროდუქტიული იქნება საძინებელში - შესაძლებლობა მოგეცემათ გამოსცადოთ რამე ახალი, ძალიან ამაღელვებელი და ამასთანავე რთული. მაგალითად „მაკრატელის“ პოზა ან „სექსუალური ხიდი“.  

 

მერწყული

კვირის დასაწყისში უმჯობესია სექსში პაუზა აიღოთ. თქვენი პასიური განწყობა სამუდამოდ არ გაგრძელდება და შეეცადეთ ეს აუხსნათ პარტნიორს მაშინ, როცა უარს ეტყვით საწოლში აქტივობაზე. კვირის შუა ნაწილში, პლანტების წყობა საკმაოდ რთული იქნება - მარსი შევა თევზების ნიშანში, ხოლო ვენერა და იუპიტერი იმოძრავებენ რეტროგრადულად, თუმცა, ეს ყველაფერი თქვენ მხოლოდ დაგეხმარებათ ძალების აღდგენასა და აქტივობაში. კვირის ბოლოც სრულად სექსს დაუთმეთ - შეგიძლიათ თამამად აიღოთ ინიციატივა საკუთარ თავზე, ისაუბროთ პარტნიორთან არარეალიზებულ სექსუალურ ფანტაზიებზე და რეალობად აქციოთ ისინი. 

 

თევზები

დღეს ფინანსური დანაკარგი გელით. ყველაფერი თქვენი ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალია. მენიუდან დღეს გამორიცხეთ ხორცი და ჩაანაცვლეთ ბოსტნეულით. გადადეთ ყველა ფინანსური საკითხის მოგვარება, არ მოაწეროთ ხელი დოკუმენტებს. დღეს ბევრი საკითხის მოგვარებას შეძლებთ.


თეგები :

ჰოროსკოპი