• თბილისი
  • 29°C
  • 03 ივნისი, 2020
article

"საჭიროდ ვთვლი არ დავმალო და გაგიზიაროთ" - გია ხუროშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ყოფილ საპარლამენტო მდივანს გია ხუროშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა - ამის შესახებ თავად ხუროშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით გაახმოვანა:

“კორონავირუსთან ბრძოლის 10 დღე დღეს დასრულდა, ეს საზიზღარი ვირუსიც კი ემორჩილება გარკვეულ კანონზომიერებას და დაიწყო უკან დახევა.

აღარ დავიწყებ სიმპომების შესახებ მოყოლას, რადგან 10 დღეში ყველა სმპტომი მქონდა, რაც ამ ვირუსს ახასიათებს.

საჭიროდ ვთვლი არ დავმალო და გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება:

იყავით იზოლირებული და თავად იზრუნეთ თქვენს ჰიგიენაზე, ოთახის დალაგებიდან დაწყებული ჭურჭლის დარეცხვით, რომ ოჯახის წევრებს აარიდოთ კონტაქტი.

ოთახი, სადაც იმყოფებით, სისტემატიურად გაანიავეთ, თუნდაც ციოდეს.

დანაყული ნიორი, მუდმივად გედგათ თავთან და ცვალეთ 24 საათში ერთხელ, ეს არის ბუნებრივი ანტისეპტიკი და სუნთქვას გაგიადვილებთ!

ძალიან ბევრი სითხე მიიღეთ, მათ შორის ელექტროლოტები!…

ვიტამინი C , დღეში 2 ჯერ ( სულ 2000 მგ) , ასევე ცინკი და ეცადეთ იკვებოთ სრულყოფლად….

თუ გაწუხებთ წნევა, ან სხვა ქრონიკლი დაავადებები მიმართეთ ექიმს და მიიღეთ ის წამლები რასაც ექიმი დაგინიშნავთ.

ეკონტაქტეთ მხოლოდ პოზიტიურ ადამიანებს…

მოკლედ ბევრის წერის თავი არ მაქვს, მაგრამ ამ კორონასაც გადავაგორებთ, მთავარია ადამიანებმა გადააფასონ ღირებულებები!…

გისურვებთ ჯანმრთელობას!….” - დაწერა ხუროშვილმა.


თეგები :