• თბილისი
  • 17°C
  • 25 მაისი, 2020
article

"მე არ მახსოვს, ჩემი ცხოვრების არცერთი წელი, როდესაც ეკლესიაში არ მივსულვარ აღდგომის წირვაზე, მაგრამ წელს სხვა ვითარებაა და ამიტომ ვერ მივალ"

საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები აღდგომას ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება გამარჯვება.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა, როდესაც აღნიშნა, რომ წელს წირვაზე ვერ მივა.

"სამ დღეში ბზობაა, 10 დღეში აღდგომა, მე არ მახსოვს, ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როდესაც ეკლესიაში არ მივსულვარ აღდგომის წირვაზე, ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია. თუმცა წელს სხვა ვითარებაა და ვერ მივალ ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი ამ კუთხით სამაგალითო უნდა იყოს და საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითი არ უნდა მისცეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი ერთიანობაა.


თეგები :