• თბილისი
  • 17°C
  • 25 მაისი, 2020
article

"დადასტურებული 6 ახალი შემთხვევიდან არცერთი არ არის შიდა გავრცელება"

"დადასტურებული 6 ახალი შემთხვევებიდან არც ერთი არ არის შიდა გავრცელება, ყველა წყარო ცნობილია“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარიან ეზუგბაიამ განაცხადა.

"დღეს დაგვემატა 6 ახალი შემთხვევა, შესაბამისად, ჯამში გვაქვს 214. ახალი 6 შემთხვევიდან 3 არის იმერეთის რეგიონის, ქუთაისში არიან გადაყვანილი და 3 თბილისის. არც ერთი არ არის შიდა გავრცელება. როგორც ვიცი, წყარო ცნობილია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 214 პირს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4722 პირი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 408 ადამიანი. 50 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა, 3 გარდაიცვალა.


თეგები :