• თბილისი
  • 17°C
  • 25 მაისი, 2020
article

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი გრიგოლ გაგნიძე მერიას ქუჩის ძაღლების "მოსპობას" სთხოვს

ქართული ოცნების მხარდამჭერი გრიგოლ გაგნიძე მერიას ქუჩის ძაღლების "მოსპობას" სთხოვს. 

გაგნიძემ ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა და მერიას მოუწოდა რომ "შეამციროს ან მოსპოს" ქუჩის მაწანწალა ძაღლები.

"მერიას და მუნიცეპალიტეტებს მივვმართავ თხოვნით, ქუჩის მაწანწალა ძაღლებს თუ შეამცირებთ ან მოსპობთ კარგი იქნება...

თბილი სეზონი იწყება და ვირუსები არ გვაკლია როგორც ჩანს, დაიცავით ბავშვების და ადამიანის ჯანმრთელობა“ - წერს გაგნიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

ბატონი გაგნიძე ქართული ოცნების უპირობო მხარდამჭერია.

ის ხშირად გამოირჩევა ხელისუფლების წარმომადგენლების ქებით და მათი პოზიციების დაცვით. 

ბატონი გაგნიძე ამართლებდა 20 ივნისის აქციის დარბევასაც. 

ახლა კი ის ფიქრობს რომ ვირუსთან ბრძოლა ქუჩის ძაღლების შემცირებით ან მოსპობით არის შესაძლებელი.

მისი ფეისბუქის მიხედვით, გრიგოლ გაგნიძეს, რომელიც თავს კალაძესთან გადაღებული ფოტოებით იწონებს, სამუშაო ადგილად მითითებული აქვს პრეზიდენტის რეზიდენცია. 

(საინტერესოა, როგორ შეხვდება მის სრულიად არაკომპეტენტურ და ძალადობრივ პოზიციას ძაღლების მოსპობის შესახებ, სალომე ზურაბიშვილი და თბილისის მერი კალაძე)?

თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირი მათთან არ მუშაობს და სოციალურ ქსელში სამუშაო ინფორმაცია არასწორად აქვს მითითებული.


თეგები :

გაგნიძე