• თბილისი
  • 17°C
  • 25 მაისი, 2020
article

13 წლის ბიჭი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა

ფართოვდება COVID 19-ით დაინფიცირების მაჩვენებელი იმ ჯგუფში, რომელიც ეროვნულ ბანკს უკავშირდება. უკვე დადასტურდა, რომ სწორედ ამ კლასტერს მიეკუთვნება 13 წლის მოზარდიც, რომელსაც ვირუსი დღეს დაუდასტურდა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, მოზარდი თბილისის ზღვრის ჰოსპიტალიდან გადმოიყვანეს და მისი მდგომარეობა მსუბუქია.

"13 წლის მოზარდი 2 დღის წინ გადმოიყვანეს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან. ეს არის შვილი იმ ოჯახის, რომელიც მიეკუთვნება ეროვნული ბანკის კლასტერს. ბავშვი თავს კარგად გრძნობს, მას არავითარი ჩივილები არ აქვს. ობიექტურადაც, არაფერია არც სისხლში და არც ფილტვებში,"- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.


თეგები :