• თბილისი
  • 17°C
  • 25 მაისი, 2020
article

კანონი ერთია მორწმუნესთვის და ათეისტისთვის, რომ არ უნდა შევიკრიბოთ - ამირან გამყრელიძე

კანონი ერთია მორწმუნესთვის და ათეისტისთვის. არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს გარკვეულ დისტანციებზე მყოფი სამ ადამიანზე მეტი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე „ფეისბუქ ლაივის“ დროს განაცხადა.

გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ სახლში და წირვა-ლოცვაში დისტანციურად, ტელევიზორის საშუალებით ჩაერთონ.

„მე რეკომენდაციას ვერ მივცემ და ვერ ვიტყვი, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ვიმოქმედოთ. საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე კანონი გვეუბნება, რომ ის ერთია მორწმუნესთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის. არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს გარკვეულ დისტანციებზე მყოფი სამ ადამიანზე მეტი. ჩემი რჩევა იქნება მოსახლეობისადმი, რომ გამომდინარე დიდი საშიშროებიდან რაც არსებობს, ეპიდემიის ფართო მასშტაბის მიღებისა ჩვენს ქვეყანაში, როგორიც არის დღეს ევროპის ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში, 209 ქვეყანაში, თავი შევიკავოთ წელს მაქსიმალურად რამდენადაც შეგვიძლია. დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში. ეს არის ჩემი რეკომენდაცია, რომ დავიცვათ მათი და ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა. ეს იქნება თხოვნა უმორჩილესი და რეკომენდაცია მოსახლეობისადმი. რაც ნაკლებად შევიკრიბებით, მით დიდია შანსი იმისა, რომ ჩვენ არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში და ამით თავიდან ავიცილოთ მოსახლეობის ავადობა და თავიდან ავიცილოთ გარდაცვალება“, - განაცხადა გამყრელიძემ.


თეგები :