• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ქობულეთის სოფელში სტუმრად ერთი კვირა იმყოფებოდა

ქობულეთში, სოფელში გვარაში, სადაც 60 წლის ქალი სტუმრად იმყოფებოდა და კორონავირუსი დაუდასტურდა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ერთ-ერთ სახლთან პოლიციაა მობილიზებული და ტერიტორიაზე არავის უშვებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, სოფელში სტუმრად ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ქობულეთსა და ბათუმში მისი კონტაქტების შესწავლა მიმდინარეობს.

საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 2 ადამიანი.


თეგები :